თამაშგარე

11:20 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადეჟდა გრანოვსკაია დიდი ფიცარნაგიდან წავიდა

ერთ დროს მთელს სლავთა სამყაროში უპოპულარულესი უკრაინელი მოდელი ნადეჟდა გრანოვსკაია (რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ უკრაინელი გოლკიპერის, ანდრეი პიატოვის გულისსწორი იყო) საბოლოოდ წავიდა დიდი საპოდიუმე ფიცარნაგიდან და ამ გადაწყვეტილებით მრავალი მამრის დარდიანი მზერა გაიყოლა.

ნადეჟდა გრანოვსკაია ამჟამად 37 წლისაა და სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ მის ასაკში ბევრი მოდელი არ და ვერ ელევა საკუთარ კარიერას, თუმცა თავის მომავალს სულ სხვანაირად უყურებს აწუკვე ყოფილი მოდელი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში საკმაოდ საინტერესო ამბები გააჟღერა.

როგორც ნადეჟდა ამბობს ყველაზე მეტად არ უყვარს, როდესაც წინა თაობის ადამიანებს მომავალი თაობისთვის გზის დათმობა არ სურთ და ამის გამო არაერთი საინტერესო მოდელი ვერ ახერხებს კარიერის შექმნას. ვეტერანი მოდელის აზრით ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებები მრავალ სფეროში არსებობს და საკუთარ გადაწყვეტილებით იმასაც აფიშირებს, რომ დროულად წასვლა ყველაზე ღირსეული ნაბიჯია.

0.13764