ფეხბურთი

9:05 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი „პორტუსთან“ კონტრაქტს გააგრძელებს

„პორტუს“ ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მალე კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და სავარაუდოდ, კარიერის ბოლომდე პორტუგალიაში დარჩება.

„მას შემდეგ, რაც პორტუგალიაში ჩამოვედი, „პორტუს“ პრეზიდენტი ძალიან კარგად მექცევა. ამ კვირაში კლუბთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ და შეთანხმების მიხედვით, აქ 40 წლამდე ვითამაშებ. ახლა 37 წლის ვარ და სავარაუდოდ, კარიერას აქვე დავასრულებ.“ - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Football Espana.

წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კასილიასი ესპანეთში აპირებდა დაბრუნრბას. შეგახსენებთ, რომ მან კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის „რეალში“ გაატარა. სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. ქვეყნის ნაკრებთან ერთად კი გახდა მსოფლიოს და ორჯერ ევროპის ჩემპიონი.

0.114967