არის პირველი მედალი ოსიეკში, ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე - ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორია! ფინალში გამოსვლა მან 214.3 ქულით დაამთავრა.
ევროპის ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები თურქი სევაი იაიდა ტარჰანი გახდა 237.1 ქულით, ვინც შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. საყურადღებოა, რომ მისი შედეგები საკვალიფიკაციო ეტაპზეც - 577 ქულა და ფინალშიც ახალგაზრდებშიც ევროპის რეკორდია. ვერცხლი რუსმა ნადეჟდა კოლოდამ მოიპოვა 235.6 ქულით, ვინც გუშინ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ცნობისთვის, ქართული სამეულიდან ფინალში მხოლოდ ლიზი კილაძე მოხვდა და ისიც ბოლო, მერვე ადგილით შევიდა 564 ქულით (93, 95, 93, 94, 95, 94). ფინალურ ოქტეტში მან მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით შეასწრო ბელარუს ლიუბოუ სტრალჩონაკს, თუმცა თვითონაც ამ კომპონენტით ჩამორჩა წინ მდგომ დანიელ მიშელე ლეტ ვენაგეს და გერმანელ ლეა კლეესატელს.
ფინალში საუკეთესო შედეგით და ახალგაზრდებს შორის ევროპული რეკორდით შევიდა თურქი ილაიდა სევაი ტარჰანი - 577 ქულა, მას მიჰყვნენ ფრანგი კამილე იედრზეჯევსკი (573), ლიეტუველი გაბრიელე რანკელიტე (571), რუსი ნადეჟდა კოლოდა (568) და გერმანელი ანდრეა კატარინა ჰეჩკნერი (567), ამათ კი 564-ქულიანთა ზემონახსენები ტრიო მოსდევს კილაძის ჩათვლით.
ჩვენი სხვა მონაწილეებიდან ნინო ხუციბერიძე 551 ქულით 42-ე ადგილზე, მარიამ ქობულაშვილი კი 547-ით 48-ზე გავიდა.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 1662 ქულა დააგროვა და მე-9 შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური