ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი ამერიკული MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „DC იუნაიტედის“ შემტევმა გასულ ტურში „რეალ სოლტ ლეიკთან“ (5:0) მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ რუნიმ ამერიკულ კარიერაში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ რუნი MLS-ში მეორე სეზონს ატარებს და დღემდე 24 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.