ფეხბურთი

16:35 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდს" კახაბერ გოგიჩაიშვილი გაწვრთნის

მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2-ის, მესამე ტურის დასრულების შემდეგ, ს.კ. "ზუგდიდის" სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოხდა.

ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად, კახაბერ (კახი) გოგიჩაიშვილი დაინიშნა. გოგიჩაიშვილმა ზუგდიდურ გუნდში ამ პოზიციაზე გიორგი თურმანიძე შეცვალა.

კახი გოგიჩაიშვილი წლების მანძილზე თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა და გარდა ამისა, მას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, მათ შორის იყო უცხოური გუნდებიც. სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, გოგიჩაიშვილი 2014-2015 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა, მანამდე კი ამავე კლუბის 19-წლამდელებში მუშაობდა. ასევე, გოგიჩაიშვილი წვრთნიდა ლანჩხუთის "გურიას", ტყიბულის "მეშახტესა" და თბილისის „მარკ სტარს“.

გოგიჩაიშვილი ზუგდიდურ კლუბში მუშაობას დღეიდან შეუდგება. საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა კი, ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გიორგი თურმანიძეს, მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისთვის და იმედს იტოვებს, სამომავლოდ თანამშრომლობა გაგრძელდება.

0.114564