სხვა

11:49 | 19.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ქართველების კლუბი პლეიაუტში ითამაშებს  

მაკედონიაში რეგულარული სეზონი ხელბურთელმა კაცებმაც დაასრულეს. რევაზ ჭანტურიას, გიორგი დიხამინჯიასა და ლექსო წითელიშვილის გუნდი, სტრუგა მეექვსე ადგილზე გავიდა და პრძოლას პლეი-აუტში გააგრძელებს.

ბოლო მატჩში სტრუგა 19-21 დამარცხდა ბუტელთან, წითელიშვილმა 4 გოლი გაიტანა, დიხამინჯიამ - 1. მეორე ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდს დაემატებია სკოპიეს ვარდარი და მეტალურგი და ეს ექვსეული ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მეორე ექვსეული კი მე-7-12 ადილებისთვის.

სულ რეგულარული სეზონის 18 მატჩში წითელიშვილმა 60 გოლი გაიტანა, დიხამინჯიამ - 57, ჭანტურია კი სტრუგაში პელისტერიდან გადავიდა და 4 მატჩში 10 გოლი შეაგდო. წითელიშვილი და დიხამინჯია სამ-სამჯერ მოხვდნენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ჭანტურია - ერთხელ. გარდა ამისა, გიორგი დიხამინჯია გამოკითხვის შედეგად ორჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ.

მაკედონიის სუპერლიგა. პირველი ეტაპი. 18/18 ტურის შემდეგ. 1. ეუროფარმ რაბოტნიკი 52 ქულა - 2. პელისტერი 41 – 3. ბუტელ სკოპიე 39 - 4. პროლეტი 37 –-- 5. ოჰრიდი 33 – 6. სტრუგა 28 – 7. რადოვიში 15 – 8. ვარდარ ჯუნიორი 12 - 9. პრილეპი 10 –– 10. ბორეცი 0


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:12 | 08.10.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ძალიან მაგარი მცველი იყო ჯონი (ხანდახან თავდამსხმელიც ).
ორჯერ რომ არ დასცდენოდა ფეხი - მანჩესტერთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში და უეინ ბრიჯთან ძმობაში, კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა

14:01 | 08.10.2018
temo11 (1791)

რა კარგიც იყო ფეხბურთში იმ დონემდე ცუდი იყო ცხოვრებაში

14:00 | 08.10.2018
stoned (1025)

ხუთ-ხუთჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა და მიტ....ნა სხვისი ცოლები.

0.105149