„რეალის“ მცველმა, რაფაელ ვარანმა, მალე შესაძლოა, მადრიდული კლუბი დატოვოს - გვამცნობს L’Equipe. გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელს სხვა ქვეყნის ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა, სადაც ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენცია იქნება.
ვარანის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოფილა დაინტერესებული. ფრანგის „რეალთან“ კონტრაქტს კი 2022 წლის ზაფხულში ეწურება ვადა. ვარაუდობენ, რომ წასვლის შემთხვევაში, მისი ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული იქნება მცველებს შორის. ჯერჯერობით ასეთი ვირჯილ ვან დეიკია, რომელშიც 2017 წელს „ლივერპულმა“ 85 მილიონი ევრო გადაიხადა.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ვარანმა 24 მატჩი გამართა, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა და ერთხელ გააძევეს.