ფეხბურთი

23:59 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ბეკენბაუერისგან მსგავსი შეფასება სასიამოვნოა"

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იდეალური კანდიდატი იურგენ კლოპი იქნება.

აღნიშნულ განცხადებას თავად გერმანელი სპეციალისტი გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი ლეგენდისგან მსგავსი შეფასება სასიამოვნო მოსასმენია.

„გერმანიაში არ არსებობს ფრანც ბეკენბაურზე ლეგენდარული ადამიანი და სასიამოვნოა, როდესაც ის ჩემზე დადებითად ლაპარაკობს. თუ ასე ფიქრობს, ეს კომპლიმენტია „ლივერპულისთვისაც“, „ბაიერნმა“ ბოლო 10-15 წელი ყველაფერი გააკეთა და თითქმის უშეცდომოდ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, სადაც ვარ.

აქ ყოფნა მომწონს, ვფიქრობ, საკმარისი ნდობა მაქვს და „ლივერპულისთვის“ შესაბამისი მწვრთნელი ვარ“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.

0.126427