ჩოგბურთი

21:27 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მაიამის მასტერსში მე-2 წრიდან ჩაებმება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდიც 9 314 875 დოლარია, მე-17 განთესვით ჩაებმება.

ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი გერმანელ მიშა ზვერევსა და “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ ნიკოლა კუნს შორის უმჯობესს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკამ მაიამიში შარშანაც ითამაშა და საწყის რაუნდში იტალიელი ტომას ფაბიანო 1:6, 6:2, 7:5 დაამარცხა, შემდეგ კი, მომავალ ნახევარფინალისტ კევინ ანდერსონთან (სამხრეთ აფრიკა) 4:6, 3:6 წააგო.
ცნობისთვის, ატპ-ს მიმდინარე რეიტინგში 27 წლის ბასილაშვილს მე-19 ადგილი უკავია, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს 1 პოზიციით ჩამორჩება.

0.116414