თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
გოგონათა შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 13 (!) წლის ელენე წოწონავამ! ელენე ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და წვრთნას გოჩა ჩაჩუასა და დავით კოდუასთან გადის.
ჭაბუკთა შორის ჩემპიონობა ლუკა ლიჩელმა მოიპოვა. ლუკაც რეგიონის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი გორელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილია.
აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემპიონი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ფარგლებში რეგიონული პროგრამის მონაწილეა.
www.gcf.org.ge