ფეხბურთი

20:10 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ნაკრებმაევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესი დაიწყო. გუნდი დღეს შეიკრიბა და საწვრთნელ პროცესში 13-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი.

გიორგი ქვილითაიამ დავატო არველაძემ კი, დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშეს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით 19 მარტს ივარჯიშებენ.

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 23 მარტს, "დინამო არენაზე" შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ირლანდიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110562