ჩოგბურთი

10:45 | 18.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ტიმმა ფედერერს მოუგო და კარიერაში პირველი მასტერსის ტურნირი დაისაკუთრა

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში დომინიკ ტიმმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს 3:6, 6:3, 7:5 მოუგო. მატჩი 2 საათს გაგრძელდა.

პირველი სეტი როჯერმა იოლად 6:3 მოიგო, მეორე პარტიაში 1:1-ზე როჯერი ორ ბრეიკ-პოინტს ვერ იყენებს და შემდეგ გეიმში თვითონ კარგავს თავის ჩაწოდებას და სეტის გადარენას ვეღარ ახერხებს. 1:1-ზე ორი ბრეიკის ვერ გამოყენება, მატჩის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გახლდათ. მესამე სეტშიც 4:4-ზე შვეიცარიელი ერთ შესაძლებლობას ვერ იყენებს, ხოლო 5:5-ზე ტიმმა თავისი პირველივე შანსი გამოიყენა, ბრეიკი შეასრულა და კარიერაში მე-12 ATP-ის და პირველი მასტერსის ტურნირი მოიგო.

ტიმმა 1000 სარეიტინგო ქულა და 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:33 | 08.06.2021
sabonis (9584)

ასე მგონია კაკა შევჩენკოს ბედი ელის ამასაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06812