ფეხბურთი

0:20 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "ლივერპულის" ჯავრი "მაინცზე" იყარა

„დორტმუნდს“ „ბაიერნმა“ მოგებით უპასუხა და ბუნდესლიგაში ორხელისუფლიანობა შენარჩუნდა. ძნელი სათქმელია ჩემპიონთა ლიგიდან უფერული გამოვარდნის შემდეგ „მაინცთან“ გამარჯვება რამდენად არის რეაბილიტაცია, მაგრამ ფაქტია, ნიკო კოვაჩის გუნდმა მეტოქე არ დაინდო.

წინა ტურში „რეკორდმაისტერმა“ 6:0 გაიმარჯვა და ახლაც იგივე გაახერხა. „მაინცს“ რაღა თქმა უნდა, შანსი არ ჰქონია და მიუნხენურმა გიგანტმა „ლივერპულის“ ჯავრი მთლიანად მასზე იყარა. საუკეთესო ხამეს როდრიგესი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ალბათ, მიუნხენური კარიერის გამორჩული მატჩიც ჩაატარა. შედეგად, „ბაიერნსა“ და „დორტმუნდს“ 606-60 ქულა აქვთ, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ბურთების უკეთესი ბალანსის გამო პირველ საფეხურზე არიან.

ფრანკფურტის „აინტრახტი“ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სერიოზულ ბრძოლას აგრძელებს. ფრანკფურტელებმა ამჯერზე ბოლო ადგილოსანი „ნიურნბერგი“ მარტინ ჰინტერეგერის კინკილა გოლით დაამარცხეს, მაგრამ რაც მთავარია სამი ქულა ირგუნეს და ოთხეულს კინკილა ქულა აშორებთ.

„ლევერკუზენმა“ კი შინ ბრემენის „ვერდერთან“ წააგო და ევროპა ლიგის ზონაში ისევ იმყოფება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უფრო მეტად დაშორდა. თავის მხრივ „ბრემენელი მუსიკოსებისთვის“ ეს სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. განსაკუთრებით გასული სეზონის ფონზე.

„ლევერკუზენი“ – „ვერდერი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 კრუსე (13), 0:2 რაშიცა (37), 1:2 ბაილი (75), 1:3 კრუსე (90)

„აინტრახტი“ – „ნიურნბერგი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჰინტერეგერი (31)

„ბაიერნი“ – „მაინცი“ 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 2:0 ხამესი (33), 3:0 კომანი (39), 4:0 ხამესი (51), 5:0 ხამესი (55), 6:0 დევისი (70)

თეგებიბუნდესლიგა
0.113123