ფეხბურთი

21:32 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბრაიტონი“ ასოციაციის თასის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა

„ბრაიტონ ალბიონმა“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩში „მილუოლი“ სტუმრად, ლონდონში, პენალტებით 5:4 დაამარცხა და ტურნირის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა.

ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. საინტერსოა, რომ მასპინძელი მილუოელები 95-ე წუთამდე იგებდნენ და სოლი მარჩმა ამ დროს გაათანაბრა.

დამატებით დროში ლონდონელები კაცნაკლულნი დარჩნენ. თუმცა საქმე პენალტებამდე მივიდა, რომელიც სტუმრებმა უკეთ შეასრულეს.

6 აპრილს, ნახევარფინალში, „უოტფორდი“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლებს, „მანჩესტერ სიტი“ – „ბრაიტონს.“

0.112921