შვეციარიის სუპერლიგის 25-ე ტურში ლევან ხარაბაძის „ციურიხმა“ „ქსამაქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 55-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის ბოლო ნაწილში „ციურიხმა“ გამარჯვება მაინც მოიპოვა. 73-ე წუთზე ანგარიში კოლოლიმ ხარაბაძის აქტიურობის შედეგად გაათანაბრა.
ქართველმა მცველმა მარცხენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა, კოლოლიმ თავით დაარტყა, მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე გატანა მაინც მოახერხა. ზუსტად სამი წუთის შემდეგ კი, ოდიმ მეორედ დაამწუხრა „ქსამაქსი“ და „ციურიხმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 19 წლის ჩვენებურმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
„ციურიხს“ 25 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
გ
ადმინ რით ვერ მოაგვარეთ კომენტარების გაკეთების პრობლემა?
ისე ბიჭებო რას იტვით ჩაკვეტაძის ადგილას ვატო არველაძე, რომ დააყენოს, ცენტრში კარგად შედის და მარჯვენათიც ჩინებულად ურტყამს თან მამიმის რეზის პოზიციაც ეგ ადგილი არ იყო?DD ამდენს თუ ბიძების პოზიციაზე თამაშობს ერთი მამის პოზიციაც მოსინჯოს მე მგონი გამოუვა.
აუცილებლად დასაყენებელია ნაკრებში მთავარ შემადგენლობაში თავის პოზიციაზე.
თკვენ ბოლნისის სიონის მოედანზე უნდა ნახოთ ბალახის საფარი დააგეს აგეტირება კაცს თანაც ახალი დაგებულია
საქმისადმი ასეთი პროფესიონალური მიდგომა საქართველოში მოდად იქცა
რაც ერთჯერად და უხარისხო პროექტებში იხარჯება ფული..აგვაშენებდა
სასტავში იქნება.
ან მარჯვნივ ან მარცხნივ. გააჩნია კაკაბა რამდენს შეძლებს.
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში. მემგონი შეეშინდათ ნაკრებში არ წაიყვანონო და დატოვეს : )))
ვაისმა არ იციან ზუსტად იქნება განაცხადში თუ არაო შეიძლება ოპერაცია დაჭირდეს მუხლზე და რაღას წელავენ გაუკეთონ რო დროზე მორჩეს რა
აუ რა კაი მინდორი აქვთ