კალათბურთი

16:12 | 17.03.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ჯანელიძის 13 ქულა და საგარეო გამარჯვება

იტალიის სერია A2-ის აღმოსავლეთ დივიზიონში მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ.

ჩვენებურის “დინამო კალიარიმ” სტუმრად “უდინეს” 70:68 სძლია, ჯანელიძემ კი 27 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გიგამ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“კალიარიმ” 8 მოგება და 17 მარცხი მოაგროვა და მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 მარტს, შინ, “პომპეასთან” ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:17 | 11.08.2017
ალექსანდრე (6188)

22:17 | 11.08.2017
ალექსანდრე (6188)

16:54 | 20.07.2017
პანტელეიმონი (4347)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066379