"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბი ტრანსფერებში დიდ თანხას არ დახარჯავს, რადგან გუნდს განვითარებისთვის ხმაურიანი ტრანსფერები აღარ ჭირდება.
"არ მინდა ზუსტად ვისაუბრო თუ რას გავაკეთებთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში გვყავს ისეთი გუნდი, რომელსაც სჭირდება ხმაურიანი ტრანსფერები. ყველაზე კარგი გზა ფეხბურთელების ერთ მუშტად შეკვრაა, რათა გუნდურად განვითარდნენ და გარკვეული პერიოდი ერთად იყვნენ. შესაძლოა "ლივერპულისთვის" ეს იყო მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში." - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი.