ფეხბურთი

11:51 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფავორიტი არაა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფავორიტის სტატუს იმ შემთხვევაში მიიღებს თუ "ბლაუგრანა" შემდეგ ეტაპზე გავა. ესპანური და ინგლისური გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე შეხვდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირება რთული იქნება, ისევე როგორც ყველა სხვა გუნდთან იქნებოდა. ჩვენ მოწინააღმდეგეს დიდი ისტორია აქვს, როგორც ჩვენ და ვფიქრობ საინტერესო მატჩები გამოგვივა. "მანჩესტერმა" პსჟ-ს ბარიერი დაძლია, მიუხედავად ბევრი დანაკლისისა. ასევე, ვფიქრობ რომ "კამპ ნოუზე" უპირატესობა არ გვექნება, რადგან ინგლისელები პარიზში დიდი ჩამორჩენით ჩავიდნენ და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

"ბარსელონა" ფავორიტი იქნება? ასე არ ვიტყოდი. ამ სტატუსს მაშინ გავამართლებთ თუ ნახევარფინალის საგზურს მოვიპოვებთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა "ბეტისთან" გასამართ ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ წყვილში პირველი მატჩი 10 აპრილს ინგლისში გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი 16 აპრილს ესპანეთში შედგება. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის საუკეთესო შემდეგ ეტაპზე "ლივერპულსა" და "პორტუს" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110715