ფეხბურთი

10:45 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სუონსის" გამო ვწუხვარ, გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მესამე გოლი თამაშგარე სიტუაციიდან გავიდა. "ქალაქელებმა" "სუონსი" 3:2 დაამარცხეს, გადამწყვეტი გოლი კი სერხიო აგუერომ თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

"თავიდან მომენტები ვერ გამოვიყენეთ და საპასუხოდ ორი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. ვწუხვარ "სუონსის" გამო, რადგან მესამე გოლი თამაშგარედან გავიდა. ვერ გავიგე ამ სტადიონზე რატომ არ იყო ვიდეოგამეორების სისტემა. იმედია მომავალ წელს ასეთი ფაქტი არ დაფიქსირდება." - განაცხადა გვარდიოლამ.

0.114691