ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახა“ „გრან კანარიას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა (85:76). ანდალუზიელებმა მეორე მეოთხედი 10 ქულის სხვაობით წააგეს და საბოლოოდ, სწორედ ეს ჩამორჩენა გამოდგა გადამწყვეტი.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 18:41 წუთი მაინც გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა.
„უნიკახას“ 23 ტურის თავზე 14 მოგების წილ 9 წაგება აქვს და მე-6 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი 24 მარტს, „ობრადოიროს“ უმასპინძლებს.