ჭიდაობა

23:54 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეების 6 მედალი ლატვიიდან

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ვ. ფრეიდენლფელდსის საერთაშორისო თასის პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული მირიან მაისურაძე (86 კგ) გახდა, ონელმა ფალავანმა ფინალში ლატვიელ სამუსონოკს აშკარა უპირატესობით 12-2 მოუგო, ვიცე-ჩემპიონები გიორგი ნიშნიანიძე (57 კგ), გოგა მამიაური (74 კგ) და ბექა ბალანჩივაძე (97 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და გივი გოგობერიშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

ხვალ 17 მარტს, შეჯიბრის ბოლო დღეს დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი რამაზ თურმანიძე, გოდერძი ძებისაშვილი (ორივე 61 კგ), ოთარ ბაგაური, გიორგი ელბაქიძე (ორივე 70 კგ), ბაგრატ გაგნიძე, ევსემ შველიძე (ორივე 79 კგ), დავით ქოჩქიანი, გიორგი არღვლიანი (ორივე 92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.

0.115019