ფეხბურთი

18:30 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ჯენოასთან" არ ითამაშებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ "ჯენოასთან" გასამართ იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, პორტუგალიელს დასვენების საშუალება მისცეს. აღნიშნული ინფორმაცია "ბიანკონერის" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსმა" კრიშტიანუს ჰეთ-თრიკის წყალობით "ატლეტიკო" 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10991