კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის ორი შეხვედრა დღეს გაიმართა. გამორჩეულად საინტერესო იყო თბილისის „მერანისა“ და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრა.
ამ ტურამდე „მერანი“ უდანაკარგოდ ასპარეზობდა, ხოლო აჭარლები გამარჯვების შემთხვევაში გადაასწრებდნენ მეტოქეს. ასეც მოხდა - „შუქურამ“ მნიშნვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
სტუმრები 34-ე წუთზე ომარ ბულუხაძის გოლით დაწინაურდნენ და მეორე ტაიმის სტარტზე უპირატესობის გაზრდაც მაოხერხეს. ამჯერზე თავი გიორგი კურმაშვილმა გამოიჩინა. „მერანმა“ ისღა მოახერხა, რომ დარჩენილ დროში რევაზ გეწაძის გოლით ანგარიში დაასველა - 1:2. შედეგად, „მერანმა“ მიმდინარე სეზონში პირვლეად წააგო, ხოლო „შუქურა“ 7 ქულით გათამაშების თანალიდერი გახდა.
ეს მას შემდეგ, რაც „სამტრედიამ“, რომელიც ამ ტურამდე უდანაკარგოდ თამაშობდა, „ეროსი მანჯგალაძეზე“ თბილისის „შევარდენ 1906“-ს ვერაფერი დააკლო და უგოლოდ დაშორდა.
აქვე გეტყვით, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტური ხვალ, ფოთის „კოლხეთისა“ და ლანჩხუთის „გურიას“ მატჩით დასრულდება.
„სამტრედია“ – „შევარდენი“ 0:0 (0:0)
„მერანი“ (თბ) – „შუქურა“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბულუხაძე (34), 0:2 კურმაშვილი (55), 1:2 გეწაძე (69)