ფეხბურთი

15:10 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - შვეიცარია: "დინამო არენას" სალაროებში ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია დაიწყო

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის, საქართველო - შვეიცარიის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 9 მარტიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

23 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

www.gff.ge

0.120227