ძიუდო

14:45 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

21 წლის ქართველ ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს (81 კგ.) რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს.

ქართველმა ძიუდოისტმა დილის სესიაში ოთხიდან 3 ორთაბრძოლა მოიგო და ფინალურ ბლოკში, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, კვარცხლბეკზე ასასვლელად ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს გაეჯიბრება.
ლუკა შეჯიბრში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც მოლდოველი კატალინ მარიანი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, შემდეგ ვაზარითვე მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი დაჯაბნა, მეოთხედფინალის დამატებით დროში კი მტკივნეულ ილეთზე მოჰყვა ბელგიელ მატიას სისესთან. ამგვარად, მაისურაძე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც რუმინელ მარსელ გერჩეას ვაზარი აართვა.
სამწუხაროდ, თავი ვერაფრით ისახელეს დღეს ტატამზე გასულმა სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა. აშკარად გადაღლილი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) პირველივე რაუნდში 2 ვაზარით დამარცხდა უსახელო რუს ევგენი პროკოპჩუკთან, ვალერი იაშვილმა კი ამავე წონაში იპონით წააგო კიდევ ერთ მასპინძელ გეორგი ელბახიევთან.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი საწყის რაუნდშივე მომავალ ფინალისტ – იაპონელ ტაკანორი ნაგასეს გადაეყარა და 2016 ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორთანა და 2015 წლის მსოფლის ჩემპიონთან დამატებით დროში იპონზე დაეცა.

0.113195