სხვა

13:05 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დამარცხდა, გაგამარუმ იმარჯვა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-7 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძესთვის. მან 4 მოგების ფონზე მე-3 მარცხი განიცადა.

დღეს, ქართველმა სუმოისტმა ძალები დასავლეთის პირველ მაეგაშირა ენდოსთან მოსინჯა და იორიტაოშით წააგო. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება, თუმცა კი, კადობანში გახლავთ ჩაყენებული. შესაბამისად, ჩვენებურს ტიტულის შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.
შეჯიბრის მე-8 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომელსაც ოსაკაში შვიდივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს და მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ერთად ლიდერობს. ჩვენებური მას ურთიერთშეხვედრებში დამაჯერებლად სჯაბნის – 14 მოგება, 5 მარცხი.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში 4 მარცხის მე-3 გამარჯვება გაიფორმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება. ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-10 რეიტინგოსანი ვაკამოტოჰარუ იორიკირით დაჯაბნა, ხვალ კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-6 ნომერ კიოკუშუჰოსთან მოსინჯავს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 11:9-ს უგებს.

0.117999