სხვა

13:27 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ძალებს ევროპის ჩემპიონატზე სცდის

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გუშინ დაამთავრა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება ბაქოში და 16 მარტს დილის 04:00 საათზე ბაქოდან სტამბოლის გავლით ზაგრებში გადაფრინდა, იქიდან კი ავტობუსით ოსიეკში, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში ჩავიდა.

ოსიეკი კონტინენტის პირველობას 16-25 მარტს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ანუ 10-მეტრიან დისტანციაზე იმართება.
ჩვენი გუნდი ხორვატიაში 7 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი - 3 უფროსებში და 4 ახალგაზრდებში გვეყოლება. თუმცა სრულად დაკომპლექტებული გუნდით მხოლოდ გოგოები გამოვლენ ახალგაზრდებში გუნდურ შეჯიბრებაში.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება ახალი წესებით - ცალკე ტურნირად ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე 18 მარტია. იმავე დღეს იასპარეზებენ ჩვენი პირველი წარმომადგენლები - ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი შერეულ წყვილებში გამოვლენ.

საქართველოს ნაკრები

უფროსები

ქალები

ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი

ვაჟები

ცოტნე მაჭავარიანი - ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გუნდურში და ამავე ასაკში მიუნხენის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, უფროსებში საფრანგეთის „დიდი პრიზის“ მესამე პრიზიორი,
ლევან ქადაგიძე

შერეული წყვილი უფროსებში - ნინო სალუქვაძე-ცოტნე მაჭავარიანი

ახალგაზრდები

გოგოები

ლიზი კილაძე - ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი
ნინო ხუციბერიძე - ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გუნდურში, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, სერბეთისა და საფრანგეთის „დიდი პრიზების“ გამარჯვებული
მარიამ ქობულაშვილი

ბიჭები

აკაკი მოსულიშვილი - ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გუნდურში და ამავე ასაკში საფრანგეთის „დიდი პრიზის“ ჩემპიონი

შერეული წყვილი ახალგაზრდებში - ლიზი კილაძე-აკაკი მოსულიშვილი

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.11483