კალათბურთი

1:42 | 13.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგური მატჩი დიდი სხვაობით დათმო

საწვრთნელ შეკრებაზე ლატვიაში მყოფმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით – 51:109 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 24 ივლისს ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონში ასპარეზობას დაიწყებს, მანამდე კი ლატვიაში, ფინეთსა და ბულგარეთში ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ქართველები ლატვიაში 17 ივლისამდე დარჩებიან და ადგილობრივი ლიგის ერთ-ერთ კლუბთან 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან ფინეთში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ 2 მატჩს გამართავს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ბულგარეთში გაემგზავრება და სანამ ოფიციალური ტურნირი დაიწყებოდეს, მასპინძლებთან 1 სპარინგ მატჩს ითამაშებს.

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. რიგა. 12 ივლისი

ლატვია – საქართველო 109:51 (31:11, 27:10, 28:14, 23:16)

www.gbf.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:38 | 12.01.2016
romeoromeo1989 (79)

5 : 5_ზე კაცი არ ჰყოფნით და რა უნდა მოიგონ!

17:30 | 12.01.2016
Giorgi Wevelidze (15)

ჩვენი ნაკრების კალათბურთელი, რომ დავიმატოთ ალბათ უკეთესი იქნება

16:08 | 12.01.2016
galaqtiko (3488)

16 ქულით წაგებას იმედიან წაგებას ეძახით. რატო დაგვცინიან ესენი ვერ გავიგე, რატომ ჩამოყავთ და უხდიან ფულს ლეგიონერებს, მიზანი რა აქვთ, ქართული კალათბურთის დაცინვა?

06:32 | 12.01.2016
tariko (164)

მაზოხისტები არიან ეს ბელთაყვები.

0.075756