კალათბურთი

14:32 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებში ფინალისტები გამოვლინდნენ

კალათბურთში თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილნი არიან. დედაქალაქის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის ერთმანეთს “აკადემია” და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი შეეცილებიან.

ფინალური შეხვედრის დრო და ადგილი შეიცვალა. ნაცვლად 4 ნოემბრისა, თბილისის ჩემპიონატის ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 7 ნოემბერს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

გასულ ნახევარფინალებში კი ბრძოლა არ შედგა. “აკადემიამ” 75:51 დაამარცხა “მაკაბი”, ხოლო “შსს-აკადემიამ” “ჰიუნდაის” 81:59 აჯობა. გამარჯვებული გუნდები 7 ნოემბერს თბილისის ჩემპიონს გამოავლენენ, ხოლო “მაკაბი” და “ჰიუნდაი” მესამე ადგილს გაითამაშებენ.

გამოვლინდა ის 2 გუნდიც, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერგასულმა 8 გუნდმა ბრძოლა ქვეყნის პირველობის 2 საგზურისთვის გააგრძელა, რომლებიც “არმიამ” და “ნიკეამ” მოიპოვეს.

www.gbf.ge

0.121712