საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს შანსი ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატზე წაგებებით შელახული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაემყარებინა, მაგრამ ისევ არ გაუმართლა. არჩილ ჟღენტის გუნდი ბოლო წამებამდე ამარცხებდა ჯგუფის ფავორიტს, მანამდე 4-დან 4 გამარჯვების მომპოვებელ გერმანიას, მაგრამ...
საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა. ქართველები არ გატყდნენ არც მაშინ, რომ გერმანელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლიდერობა მოიპოვეს – 61:60. მაიზერ რევაზაშვილმა, რომელსაც მანამდე ქულა არ ჰქონდა მითვლილი, ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანიც მიითვალა და საქართველო 65:61 დააწინაურა.
ქართველებს წუთნახევრის გაძლება მართებდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. გერმანელმა ანდრეს ობსტმა სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი თავისიანები დააწინაურა კიდეც. საბოლოოდ ფავორიტმა ზედიზედ მე-5 მატჩიც მოიგო (70:66) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირზე საკუთარი სნაიპერული თვისებები (პირველად) გამოავლინა დავით ლომიძემ, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩააგდო. 11 ქულით დაასრულა მატჩი ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ვილი ისიანის ანგარიშზე 7 ქულაა.
ამით საქართველომ დაასრულა ჯგუფური ეტაპი და ახლა ტურნირის ბოლო ადგილებს გაითამაშებს. ფორმატის თანახმად, ჯგუფებში 5-6 ადგილებზე გასული გუნდები (ჯამში 6 გუნდი) ორად გაიყო და ერთმანეთში 17-22 ადგილებს გაითამაშებენ
საქართველო ჯგუფში შვეიცარიასთან და ესტონეთთან მოხვდა. ქართველებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესტონელებთან განცდილი მარცხი საკვალიფიკაციოშიც გადაჰყვათ და ახლა მხოლოდ შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.
ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს მე-17 ადგილისთვის შეხვდებიან, მეორეზე გასულნი – მე-19 ადგილისთვის, ხოლო ბოლოზე გასულები ერთმანეთში 21-ე ადგილს გაითამაშებენ.
საქართველო შვეიცარიას 30 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი.
გერმანია – საქართველო 70:66 (19:20, 14:22, 13:13, 24:11)
საქართველო: ზაქრაძე (11ქ, 5პ), ლომიძე (24ქ), გუგეშაშვილი (2), ისიანი (7), ტურძელაძე (6ქ, 8მ, 4ჩ), მაჭავარიანი (5ქ, 4ჩ), კუტალაძე, მასხულია (6ქ, 8მ), გოგობერიშვილი, რევაზაშვილი (5ქ), ცირეკიძე.
სრული სტატისტიკა:
http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html
1. გერმანია 5 5/0 386/270 10
2. ისრაელი 5 4/1 397/375 9
3. ისლანდია 5 3/2 377/329 8
4. ავსტრია 5 2/3 288/359 7
5. ესტონეთი 5 1/4 333/384 6
6. საქართველო 5 0/5 332/396 5
24 ივლისი
საქართველო – ავსტრია 54:57
25 ივლისი
ესტონეთი – საქართველო 89:59
26 ივლისი
ისრაელი – საქართველო 94:73
27 ივლისი
საქართველო – ისლანდია 80:86
28 ივლისი
გერმანია – საქართველო 70:66
30 ივლისი
საქართველო – შვეიცარია 13:30
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წამებში წავაგეთ
ბილეთები არ უნდა იყიდებოდეს თბილისის ამხანაგური ტურნირის მატჩებზე უკვე?
გერმანიამ ყველას გადაურა და აღარაა ეხლა საჭირო ილუზიები როგორ ეხატა ეს თამაში ხო იასნია
კი, მარა რო მოუნდა მოუმატა და ჩვენ მწვრთნელმა ჩჯ
მე ამ ბიჭების საწუინააგმდეგო კი არ მაქვს მარა ტრენერი გუნდი რომ 5 წუთი ბურთს ვერ აგდებს რაღაცა ხო უნდა მოიმოქმედოstripslashes((strlen('http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_2187.html')>0?' http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_2187.html':' http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_2187.html'))
მეორე სასტავით რომ თამაშობდნენ ნუ შემედავები მაგაზე ახლა
შეგიძლია გადაამოწმო რომელ წამებზეა გერმანია გასული წინ
და ვინ იდგა მოედანზე
ნახე ნახე 60 -52 რომ ვიგებთ იქიდან მიყევი და წამებში წავაგეთ ბიჭებმა არა ტრენერებმა წააგეს
თავისთავად.
5 წუთი ბურტს ვერ აგდებ და ბოლო ცამზეა აქ საუბარი კარგით რა
stripslashes((strlen('http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10086.teamID_.html')>0?'http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10086.teamID_.html':'http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10086.teamID_.html'))
ბუსკა 32 წამი იყო დაჩენილი თამაშის დამთავრებამდე გერმანია რომ გავიდა წინ,იქამდე საქართველო იყო სულ წინ და რატომ წერ ესეთ რაღაცეებს?ან რომელი იყო მეორე სასტავიდან?თუ გაინტერესებს შედი და ნახე ბოლო 2 სამიანი ვინ ჩააგო, მართლაც წამები დააკლდათ, ძალიან ცუდი დასასრული იყო,5 წუთი ჩააგდეს თუ ვერ ჩააგდეს ეგ სხვა თემაა,ფაკტი ისაა რომ 32 წამით ადრე გავიდა გერმანია წინ
მწვრთნელმა ვერ ივარგა. კალათბურთში ბოლო მეოთხედს მწვრთნელი იგებს.
რა წამები დააკლდათ მეოთხე ტაიმში 5 წუთი ბურთი ვერ ჩააგდეს რამის მესამე შემადგენლობით თამაშობდა გერმანია ცოტა სუბიექტური სათაური მაინც შეარჩიეთ.