კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნდა. ფერნანდუ სანტუშმა ევრო 2020-ის მოახოებული მატჩებისთვის სანაკრებო სია გამოაქვეყნა, რომელშიც რონალდუცაა.
მოგეხსენებათ, კრიშტიანუს პორტუგალიის ნაკრებში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია. ლუზიტანელთა შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ბეტო, ჟოზე სა, რუი პატრისიუ
მცველები: კანსელუ, სემედუ, ჟოზე ფონტე, პეპე, რუბენ დიაში, მარიო რუი, რაფაელ გერეირო
ნახევარმცველები: დანილო პერეირა, რუბენ ნევეში, ვილიამ კარვალიო, ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო მარიო, ჟოაო მოუტინიო, პიცი
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა, გონსალო გედეში, რაფა, ანდრე სილვა, კრიშტიანუ რონალდუ, დიოგო ჟოტა, დიეგო სოუზა, ჟოაო ფელიქსი
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 22 მარტს უკრაინას, ხოლო სამი დღის შემდეგ სერბეთის ნაკრებს ლისაბონში უმასპინძლებს.