ფეხბურთი

10:17 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

48 წლის შემდეგ, ევროთასების მეოთხედფინალში 6 ინგლისური გუნდი პირველად გავიდა

მიმდინარე სეზონი მართლაც გამორჩეულია ინგლისური გუნდებისთვის ევროსარბიელზე. ჩემპიონთა ლიგის სუკეთესო რვა გუნდს შორის, ნახევარი ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები არიან: „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ლივერპული“ და „ტოტენჰემი,“ დღეს შეიტყობენ სამეოთხედფინალო მოწინააღმდეგეების ვინაობას.

ამ ოთხეულს წუხელ კიდევ ორი გუნდი დაემატა ევროპა ლიგიდან. ორივე ლონდონური კლუბია. „ჩელსიმ“ მეორე თამაშიც მოუგო კიევის „დინამოს“ (5:0, პირველი მატჩი 3:0). ოლივიე ჟირუმ ჰეთ თრიქი მიითვალა, თითოც ალონსომ და ჰადსონ-ოდოიმ დაამატეს.

„არსენალმა“ ფრანგული „რენი“ 3:0 დაამარცხა (პირველი მატჩი 1:3). დუბლი შეასრულა „მეთოფეთა“ გაბონელმა შემტევმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. ერთიც ეინსლი მეიტლენდ-ნაილსმა შეაგდო. ეს 21 წლის ნაილსის პირველი გოლი გახლდათ ევროთასებზე.

ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა კი გაიხსენეს, რომ ამ ეტაპზე, ინგლისს 6 გუნდი 1971 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია.

0.13817