სხვა

22:00 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეგასმა და თელავმა 2-2 ქულით წინ წაიწიეს                          

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. დღეს პეგასმა 40-33 დაამარცხა სპორტუნი, თელავის იმედმა 48-34 მოუგო გორს. ხვალ 16 საათზე თამაშობენ სპორტუნი - იმედი-სტუ თელავი, 18 საათზე გორი - პეგასი.

პეგასმა პირველი ტაიმი 19-14 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, მაგრამ მეორეში სხვაობამ შემცირება დაიწყო და ჭელიძემ გაათანაბრა კიდეც, 27-27. გადამწყვეტი მომენტი დადგა დასრულებამდე 15 წუთით ადრე, როდესაც პეგასი 28-27 იგებდა, მაგრამ სპორტუნელი ერისთავი შვიდმეტრიანს ურტყამდა და ამის შემდეგ კიდევ 2 წუთი მის გუნდს რიცხვობრივ მეტობაში უნდა ეთამაშა. მაგრამ, პენალტი მეკარე დიხამინჯიამ მოიგერია, უკვე ნახსენებ 2 წუთში კი პეგასმა ორი გოლი იქით გაიტანა: 27-30 და ამ სიტუაციიდან სპორტუნი ვეღარ გამოვიდა.

გორსაც ჰქონდა აღმაფრენის მომენტი თელავის იმედთან. პირველი ტაიმის შუაში გუნდი 9-14 აგებდა, როდესაც გორელთა მწვრთნელმა მამაცაშვილმა მეტოქეს პრესინგი შესთავაზა და ხუთწუთიანი მონაკვეთი 7-0 მოუგო - გორი 16-14 დაწინაურდა და ერთხანს კიდევ წინ იყო, მაგრამ იმედმა ამ დაცვასაც მოუძებნა სუსტი წერტილები - ტაიმი 23-20 მოიგო და შესვენების შემდეგ სხვაობა გაზარდა.

თბილისის ტური ზეგ დასრულდება გორი-სპორტუნისა და პეგას-თელავის მატჩებით, ამის შემდეგ კი, 1-4 აპრილს საერთო ტურია, რითაც სრულდება რეგულარული სეზონი. 21-21 თამაშის შემდეგგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს - 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს - ფინალი.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 14 მარტი

პეგასი - სპორტუნი 40-33

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - ზარნაძე 15, ჟვანია 7, კუხალაშვილი 7, კალანდაძე 4, შუბითიძე 3, პატაშური 2, ბაძაღუა 1, კოხრეიძე 1, გვაზავა

სპ: ხარაიშვილი - ზურაბიანი 8, ჭელიძე 8, ცხვარაშვილი 7, თიგიშვილი 5, ერისთავი 3, ჩაკვეტაძე 2, ჩიკვილაძე, დელიბაშვილი, გურასპაული

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

იმედი-სტუ თელავი - გორი 48-34

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - ცისკარიშვილი 11, იობაშვილი 9, ყორიაული 8, მიქავა 8, გავაშელიშვილი 4, დოლმაზაშვილი 4, გოგალაძე 2, ბერაძე 2, ბაინაზიშვილი, კორსანტია

გორ: ჯაფარიძე - დალაქიშვილი 10, ახალბედაშვილი 9, მჭედლიშვილი 7, ზუბიაშვილი 3, ზოზიაშვილი 3, დ. ნიაზაშვილი 2, შემშენოვი, ხუბულური, ბ. ნიაზაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---17--16---0---1---720-470--32

ქუთაისი-------17--13---0---4---707-493--26

პეგასი----------15--12---0---3---614-452--24

იმედი-სტუ----15--10---0---5---529-451--20

გორი-----------15---5---0---10--535-644--10

სპორტუნი-----15---3---1---11—484-655---7

წყალტუბო----17---2---1--14----419-653---5

სამტრედია----17---1---2--14---449-630---4

15 მარტი

16:00 სპორტუნი - იმედი-სტუ თელავი

18:00 გორი - პეგასი

16 მარტი

16:00 იმედი-სტუ თელავი - პეგასი

18:00 გორი - სპორტუნი

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160303