ფეხბურთი

23:07 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პენალტის შესრულებაც ასეთი უნდა... (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პენალტი შესრულდა. „სუონსის“ კოსოვოელი ფეხბურთელი ბერსანტ ცელინა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ კარის აღებას თერთმეტმეტრიანით აპირებდა.

კოსოვოელმა ფეხბურთელმა ე.წ „პანენკას“ დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ რა გამოუვიდა ჩანაფიქრიდან, ძნელია ვინმემ ახსნას - თავადაც გაუჭირდება.

ცელინას დარტყმის მომენტში ფეხი დაუცდა და გოლის გატანას ვინ ჩივის, ბურთი კარისკენაც ვეღარ გაგზავნა. შეხვედრა კი, „ვესტ ბრომვიჩმა“ 3:0 მოიგო.

ცნობისთვის 22 წლის ბერსანტ ცელინას თავის დროზე „მანჩესტერ სიტის“, „ტვენტესა“ და „იფსვიჩ თაუნის“ რიგებში უთამაშია, ხოლო „სუონსის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა.

0.113142