ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჩრდილოეთ ტრიბუნის გადახურვა დასრულდა. შედეგად, სტადიონის სახურავი უკვე სამ მხარეს შეიკრა და გადასახური მხოლოდ ერთი ფრთაღა დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.