ფეხბურთი

19:10 | 14.03.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ნოიერის კოშმარი - ვირჯილ ვან დეიკი

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას უფერულად და უბრძოლველად, მისთვის უჩვეულო სტილში გამოეთიშა. „რეკორდმაისტერის“ კაპიტან მანუელ ნოიერს კარიერაში საუკეთესო საღამო ნამდვილად არ ჰქონია.

განსაკუთრებით, პირველი გოლია გამოსარჩევი, როდესაც ნოიერი კარიდან დაუფიქრებლად, უდროოდ და შეცდომით გამოვიდა. მერე, ვირჯილ ვან დეიკმაც გაუტანა. ვან დეიკი ნოიერისთვის ბოლო პერიოდში ნამდვილ კოშმარად იქცა. თავად განსაჯეთ, უკანასკნელ ხუთ თვეში „ლივერპულის“ მცველმა გერმანელი მეკარის კარი მესამედ აიღო.

პირველად 13 ოქტომბერს, ერთა ლიგაზე ჰოლანდიისა და გერმანიის მატჩში (3:0) ანგარიში გახსნა. მერე, ერთი თვის თავზე იმავე გუნდების საპასუხო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში (2:2) დააფიქსირა, ხოლო ახლა საკლუბო დონეზეც შეძლო მანუელის დამწუხრება.

საინტერესოა, რომ 27 წლის ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგაზე (თუ საკვალიფიკაციო ეტაპს არ ჩავთვლით) 1 გოლი აქვს გატანილი და სწორედ ნოიერის კარში. სანაკრებო დონეზე კი თავი სამჯერ გამოიჩინა და ორჯერ გერმანიის ნაკრების კიპერის კარი აიღო (ერთიც პორტუგალიას სპარინგში გაუტანა).

მოკლედ, ვირჯილ ვან დეიკი ნოიერს სადაც გადაეყარა, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. ცნობისთვის, „ენფილდური“ დაპირისპირება „წითლების“ ლიდერმა ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:19 | 06.11.2013
GORISDILA22 (38)

მაგარი კაცი

22:12 | 03.11.2013
popof (463)

შენი D E და შევ ეც ი

22:11 | 03.11.2013
popof (463)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

22:07 | 03.11.2013
popof (463)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:39 | 03.11.2013
El Capitano 7 (35967)

ნუმბერ ონე DDD

20:33 | 03.11.2013
mushni (93569)

მძულს ჩელსი თავისი პრემიერლიგიანად

00:22 | 04.11.2013
rustavi_metalurgi (113)

მიზეზი მარტივი მისახვედრია ))) ჩ*****ჯვი ბუნდესლიგაში

20:31 | 03.11.2013
mushni (93569)

ნეტა 4შიც ვერ მოხდებოდეთ ამინ

20:14 | 03.11.2013
dreamer (1416)

ამათ რომ სხვისი დაცვითი თამაში გაუკვირდებათ რა: )) 11 კაცით კარში როცა დგანან 1დან 90 წუთამდე მაშინ არ ეშინიათ ნეტავ??: ))

19:55 | 03.11.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

თქვენ დედას შევეეეციიი რა ფული ამომაცალეთ :@@@@@@@@@@@

20:31 | 03.11.2013
mushni (93569)

დავიიიიი ბრატ

19:55 | 03.11.2013
M.U 2015 chven gulebshi darchebi (368)

როგორ გამისცორდა ტკვენი ცაგება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070253