ფეხბურთი

20:05 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელები სომხეთით იწყებენ

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ერევანში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა ნაკრებთან.

ეს 15-წლამდელთა პირველი შეკრებაა ზურაბ ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით. მთავარმა მწვრთნელმა სომხეთში 20 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: მაქაცარია (საბურთალო), ჯოჯუა (დინამო თბ);

მცველები: გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), გაფრინდაშვილი (დინამო თბ), გოგებაშვილი (დინამო თბ), პირტახია (სფფ აკადემია), კვერენჩხილაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ჭელიშვილი (სფფ აკადემია), გეგიაძე (დინამო თბ), ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია), ლაბაძე (სფფ აკადემია), ლაცაბიძე (დინამო თბ), ფუტკარაძე (სფფ აკადემია), ოჩიგავა (საბურთალო), შიოლაშვილი (დინამო თბ), კობახიძე (დინამო თბ), გოჩიაშვილი (სფფ აკადემია), წულუკიძე (სფფ აკადემია);

თავდამსხმელები: ღურწკაია (სფფ აკადემია), მამულაშვილი (საბურთალო).

ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს 14 და 16 მარტს ჩაატარებენ.

www.gff.ge

0.114551