„ლივერპულის“ შემტევმა, სადიო მანემ, „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:1) დუბლი მიითვალა და ამით ტურნირზე საკლუბო რეკორდი დაამყარა. სენეგალელი ფეხბურთელისთვის ეს სტუმრად გატანილი მეექვსე და მეშვიდე გოლები აღმოჩნდა, რაც სარეკორდოა. ამდენი, აქამდე, ლიგაში არცერთ ლივერპულელს გაუტანია.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა „ენფილდზე“ უგოლოდ დამთავრდა. ასე რომ „ლივერპული“ მეოთხედფინალში გავიდა, „ბაიერნმა“ კი წლევანდელ ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.