„ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა, „ლივერპულთან“ „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ (1:3), აღიარა, რომ ძალიან უნდა მიუნხენური კლუბის დამრიგებელი იურგენ კლოპი იყოს.
„კლოპი „ბაიერნის „ მწვრთნელი? ეს შესანიშნავი იქნებოდა. კლოპი ის კაცია, ვინც გერმანელებს სწრაფი ფეხბურთის თამაში ასწავლა.“ - უთხრა კაიზერ ფრანცმა Sky Sports-ს.
კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღავნელობით შარშან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მანამდე კი ოთხი წლის განმავლობაში ის დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობდა, რომელსაც ორჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა.