ფეხბურთი

3:25 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის შოუ და უსუსური "ბაიერნი" (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, გაირკვა ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობაც - „ბარსელონა“ და „ლივერპული“.

კატალონიის „ბარსელონა“ სამი კვირის „ლიონს“ სტუმრად უგოლოდ დაუზავდა და შინ ბუნებრივია აშკარა ფავორიტადაც ითვლებოდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდს პრობლემა არც შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ „ლიონმა“ ერთი პერიოდი შანსი შეინარჩუნა.

„ბარსამ“ პირველივე ტაიმში სოლიდური ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპისკენ. ლუის სუარესმა ჯერ პენალტი გამოიმუშავა და ლეო მესიმ პანენკას სტილში ჩინებულად დაარტყა, მერე ურუგვაელმა ფილიპე კოუტინიოს ისეთი პასი გაუკეთა ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სადებიუტო გოლის გასატანად არაფერი დარჩენოდა. „ლიონმა“ ინტრიგა დააბრუნა. 58-ე წუთზე ტუსარტმა გაიტანა და - 2:1.

ეს ნიშნავდა, რომ „ბარსელონას“ გარანტირებული არაფერი ჰქონდა, ფრანგებს ერთი გოლი შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა. ეს ინტრიგა 78-ე წუთამდე შენარჩუნდა, მაგრამ შემდეგ მესიმ ფენომენალური 8 წუთი ჩაატარა, ამ მონაკვეთში არგენტინელმა ჯერ ულამაზესი გოლი გაიტანა, მერე ბრწყინვალე პასით ჟერარ პიკეს გაატანინა და ბოლოს უსმან დემბელესაც საგოლედ უპასა. „ბარსელონამ“ ცოტა ინერვიულა, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნების გარეშე გავიდა მეოთხედფინალში.

იგივე გააკეთა „ლივერპულმა“, იურგენ კლოპის გუნდმა მიუნხენის „ბაიერნი“ მისსავე მოედანზე ძალიან დაჩაგრა. „წითლებმა“ „ალიანს არენაზე“ „რეკოდმაისტერი“ სარკეში ჩაახედეს და რეალობა დაანახეს. დიდი ხანია, ასეთი სუსტი და უსუსური „ბაიერნი“ არ გვინახავს. გერმანული გიგანტის ბოსებს ზაფხულში ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ მიზნებზე პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეთ.

„ლივერპული“ კი, აგრძელებს ორ ფრონტზე ბრძოლას. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ინგლისელებმა ძალიან დაჩაგრეს მეტოქე. ანგარიში სადიო მანემ რაფინიასა და მანუელ ნოიერის გაუზარებელი თამაშით. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს ჟოელ მატიპის ავტოგოლით, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს. მანემ დუბლი შეასრულა. იქამდე ვირჯილ ვან დეიკმაც გაიტანა და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას უბრძოლველად დაემშვიდობა.

სხვათა შორის, მეოთხედფინალში გასული რვა გუნდიდან ოთხი ინგლისურია. 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგის ხსენებულ ეტაპზე ასეთი წარმომადგენლობით არ ყოფილა.

„ბარსელონა“ – „ლიონი“ 5:1 (2:0) VIDEO

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 92 346

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო (სემედუ 83), პიკე, ლენგლე, ალბა; არტური (ვიდალი 74), ბუსკეტსი, რაკიტიჩი; მესი, სუარესი, კოუტინიო (დემბელე 70)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„ლიონი“ (4-3-3): ლოპეში (გორგელინი 34); დუბუა, დენაიერი, მარსელო, მენდი (კორნე 77); მარსალი, ნდომბელე, ტუსარტი; დემბელე, ფეკირი, დეპაი (ტრაორე 73)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

გოლები: 1:0 მესი (18, პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარტი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 დემბელე (86)

გაფრთხილება: ლენგლე (49), მარსალი (33), დემბელე (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 7 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

„ბაიერნი“ – „ლივერპული“ 1:3 (1:1) VIDEO

მიუნხენი, „ალიანს არენა“

მაყურებელი: 70 000

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, ზულე, ჰუმელსი, ალაბა; ხავი მარტინესი (გორეცკა 72), ტიაგო ალკანტარა; გნაბრი, ხამესი (სანჩესი 79), რიბერი (კომანი 61); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი (ლალანა 87), ჰენდერსონი (ფაბინიო 13), ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო (ორიჯი 83), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მანე (26), 1:1 მატიპი (39, ა.გ), 1:2 ვან დეიკი (69), 1:3 მანე (84)

გაფრთხილება: ტიაგო ალკანტარა (65), სანჩესი (83) - ფაბინიო (43), მატიპი (63), რობერტსონი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 8 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

Loading...
სტატისტიკა
0.296153