გიორგი შერმადინის “უნიკახამ” საკალათბურთო ევროთასის მეოთხედფინალის გადამწყვეტი მატჩი წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
მალაგელებმა ბერლინის “ალბასთან” სერიის მე-3 შეხვედრა გერმანიაში ჩაატარეს და მართალია, მე-3 მეოთხედში 12 ქულის სხვაობით იგებდნენ, საბოლოოდ, 75:79 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:12 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 3-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.