ჩოგბურთი

14:33 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ბრაზილიაში მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

გორგოძემა და ჩილელმა დანიელა სეგუელმა უნგრელ ანა ბონდარსა და რუმინელ ანდრეა ამალია როსკას 6:3, 4:6, 10:5 სძლიეს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე ერთეულთა ტურნირში პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში იმავე ბონდართან ჭიდილი მოუწევს.

0.128227