ფეხბურთი

10:46 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „იუვენტუსმა“ სწორი ხასიათი გამოავლინა“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღფრთოვანებულია თავისი ფეხბურთელების თამაშით.

„ამ საღამოს, ბიჭებმა ისე ითამაშეს, როგორც უნდა ეთამაშათ. ტექნიკურად და მაღალ ტემპში. მადრიდში ასეთი აგრესიულები არ ვიყავით, თუმცა, ამჯერად სწორი ხასიათი გამოვავლინეთ - ვუტევდით ბალანსის დაუკარგავად.

სპინაცოლამ შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფრთაზე. ბერნარდესკიც გამორჩეული იყო. რონალდუზე აღარაფერს ვამბობ. მთელმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასეთი შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული თვისებები გამოავლინოს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.115977