ფეხბურთი

9:52 | 13.03.2019 | ნანახია 2192 - ჯერ

რონალდუ მესის გაუთანაბრდა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში "იუვენტუსმა" "ატლეტიკო" 3:0 დაამრცხა. სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა.

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მერვე ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც ლიონელ მესის გაუთანაბრდა. ისტორიის მანძილზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ამ ორი ფეხბურთელის გარდა სამ ჰეთ-თრიკზე მეტი არც ერთ მოთამაშეს არ აქვს შესრულებული.

რონალდუსთვის "იუვენტუსის" მაისრუით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ჰეთ-თრიკი იყო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067845
2192