მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის მასტერსის 1/16-ფინალში მოულოდნელად გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან 4:6, 4:6 დამარცხდა.
პირველ სეტში 3:3-ზე კოლშრაიბემა ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტია გერმანელმა უფრო მარტივად მოიგო, თავიდან ფილიპი ორი ბრეიკით დაწინაურდა, შემდენ ნოლემ გაიბრძოლა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.
ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი კოლშრაიბერს 10:2-ს უგებს.
მომდევნო ეტაპზე კოლშრაიბერის მეტოქე გაელ მონფისი იქნება.