ფეხბურთი

4:51 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "0:3-ის შემდეგ სალაპარაკო არაფერია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსმა“ „როხიბლანკოს“ ყველაფერში აჯობა და ბევრი სალაპარაკო არც არაფერია.

„არ გვითამაშია ისე, როგორც გვინდოდა, თამაში ვერ შევედით. მოკლედ, ეს არ იყო ჩვენთვის დიდი საღამო. ვწუხვართ, პირველ რიგში მე. პირველი მატჩში რიტმში ვთამაშობდით, მაგრამ დღეს ასე არ იყო. ვფიქრობ, მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა და 0:3-ის შემდეგ სალაპარაკო არაფერია“, - აღნიშნა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, „ატლეტიკომ“ „იუვენტუსთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

0.134321