ფეხბურთი

17:57 | 12.03.2019 | ნანახია 1421 - ჯერ

რონალდუ: "იტალიაში გატანა უფრო ძნელია, ვიდრე ესპანეთსა და ინგლისში"
"იტალიაში ბედნიერი ვარ, ესპანეთი არ მენატრება"

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ახალი თავგადასავლით ბედნიერია. პორტუგალიელმა DAZN-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალიასთან ადაპტაცია არ გასჭირვებია და სერია A-ში გოლების გატანა უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთსა და ინგლისში.

„ატლეტიკოსთან“ მატჩი

რთული თამაში იქნება, „ატლეტიკომ“ ბოლო წლებში ორი ფინალი ითამაშა და ესაა გუნდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“ კარგად თუ ითამაშებს, შემდეგ ეტაპზე გავა.

სერია A

გუნდის განწყობა კარგი და დადებითია. სერია A-ში ერთი თამაშიც არ წაგვიგია, ეს ფანტასტიკურია, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ. გზა გრძელია, მაგრამ დიდი უპირატესობა გაგვაჩნია და ასე თუ გავაგრძელებთ, პრობლემა არ იქნება. გავიხსენოთ, რომ იტალიის სუპერთასი უკვე მოვიგეთ, პირველი ტიტული.

ადაპტაცია

პირადად მე თავს ძალიან კარგად ვრგძნობ და ვფიქრობ, სერია A-ში ადაპტირება მოვახერხე, სადაც თავდამსხმელებისთვის თამაში ყველაზე რთულია. იტალიის ჩემპიონატში ასეთ მაღალ დონეს არ ველოდი. ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. ჩემს ოჯახს უყვარს იტალია. ეს არის კულტურული ქვეყანა, რეალურად ესპანეთისგან განსხვავებული. ბავშვიბიდანვე სახლიდან შორს ვცხოვრობდი, 18 წლის ინგლისში, 25 წლის ესპანეთში, ხოლო 33 წლის ტურინში გადავბარგდი. არც ესპანეთი მენატრება და არც პორტუგალია. ბევრი მეგობარი დავტოვე ესპანეთში და ძალიან დიდი გუნდი, მაგრამ აქ ადაპტაცია რთული არ ყოფილა, ძალიან ბედნიერი ვარ.

გოლების გატანა

სერია A-ში გოლების გატანა გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში, სადაც უფრო რისკავენ გუნდები. იტალიაში პრიორიტეტი თავის დაცვაა და შემდეგ ფიქრობენ შეტევაზე. პრემიერლიგაში 5 წელი ვითამაშე და ვფიქრობ, რომ იტალიაში უფრო ძნელია გატანა, ვიდრე პრემიერლიგაში.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:11 | 13.03.2019
Tifoz Di MALDINI (18767)

არც სხვაგანაა რთული ღევანდელი ფეხბურთიდან გამომდინარე ;დდდდდ ჭეშარიტ დაცვითი სტილი მალე მგონი აღარც იქნება. ავტობუსი არაა დაცვითი სტილი და ლომუზინი კიდე. დაცვითი სტილია კედელი და + ამას მობილური სწრაფი შეტევა.

02:47 | 13.03.2019
luchelo2 (51)

ეხლაც იგივე აზრზე ხართ ბატონო კორბენ?

20:53 | 12.03.2019
salazar (1835)

ყველაზე რთული მაშინ იყო მარადონა, რომ საუკეთესო ბომბარდირი გახდა 14 გოლით : )

აი ნამდვილი კატენაჩო მაშინ ყვაოდა.

თორე მერე იგუაინმაც შეაგდო 30 ზე მეტი.
ეს დაბერდა და მიზეზს ეძებს ეხლა : ))))

18:50 | 12.03.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

ეჰ, ერთ დროს მართლაც ძალიან რთული იყო...
ბოლო 10 წელიწადია რაც იტალიური საკლუბო ფეხბურთიც "გაესტონეთდა"

19:01 | 12.03.2019
ORTEGA (80)

ეგ იმის ბრალია დზმაო რო იტალიური კლუბები აღარ ზრდიან თავის საფეხბურთო სკოლებში აღარავის , აღზრდის მაგიივრად ყიდულობენ ხორვატებს ბრაზილიელებს არგენტინელებს რომლებიც 1 წლის მერე ესპანეთში ინგლისში და ეგეთ ქვეყნებში გარბიან და იტალიურ კლუბებს აღაცრ ის კარგი ნაყიდი ფეხბურთელები რჩებათ და ვერც თავისი აკადემიაში აღზრდილი ასწრებს კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას . თან ეტყობა მანდ იტალიაშიც სულ უფრო და უფრო ნაკლებ ბიჭ ბავშვს აინტერესებს ფეხბურთი სამწუხაროდ და იმათგან ვისაც აინტერესებს კიდევ 100 დან 1 ბავშვი თუ იქნება ნიჭიერი და იმასაც კარგი საფეხბურთო აგენტი უნდა ყავდეს სამომავლოდ რომ სადღაც ზენიტში ან სპარტაკში არ ამოაყოფინოს თავი ერთ დროს მთელს იტალიაში ყველაზე ძლიერი აკადემიების მქონე კლუბებად უდინეზე , ემპოლი და ჩემი ფიორენტინა ითვლებოდნენ( ვარსკვლავთ სამჭედლო როგორც იტალიაში ეძახდნენ ) მაგრამ დღეს ეგენიც კი ვიღაც დაბალი დონის ფეხბურთელების ყიდვით არიან დაკავებულები

18:32 | 12.03.2019
RMA FANS (3925)

ეეჰჰჰ დარჩენილიყავი რეალში წყნარი წლები გაგეტარებინა რადროს შენი გამოწვევაა 34 წლის ასაკში

18:21 | 12.03.2019
giorgi_1981 (462)

იგუაენს კითხე გასწავლის

18:08 | 12.03.2019
O. Mertskhali (8101)

მერე, შენც კვალიარელას ჰკითხე რჩევა, შემდეგი სეზონისთვის DDDD

..პორტუგალია არ ენატრება, ინგლისი არ ენატრება, ესპანეთი არ ენატრება - ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ენატრება თურმე, მარტო DDDDD

0.122091