ფეხბურთი

13:53 | 12.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

სალაჰი: „მზად ვარ, პრემიერლიგის ტიტულისთვის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას შეველიო“

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეელიოს. ახლა, ინგლისის ჩემპიონატის დამთავრებამდე რვა ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, „ლივერპულს“ კი ქულით ნაკლები აქვს.

„ალალად გეტყვით. ჩემთვის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა. მაგრამ მთელი ქალაქი და კლუბი პრემიერლიგის მოგებაზე ოცნებობენ. ამიტომ, დიდი სიხარულით დავთმობდი ლიგაში გამარჯვებას, პრემიერლიგის ტიტულის სანაცვლოდ. მაგრამ, თუ ორივე ტურნირს მოვიგებთ, ეს შესანიშნავი იქნება. ვეცდებით ეს გავაკეთოთ.“ - განუცხადა სალაჰმა Sky Sports-ს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:59 | 13.09.2021
welder (1068)

ეს სეზონიც ითამაშოს არა ნაკლებ წინასი და უკვე კითხვის ნიშანიც აღარ იქნება კარგ ევროპულ გუნდში ხვიჩას გადასვლაზე. კონფერენს ლიგიდან რონ არ გავარდნილიყვნენ უკეთესი ტრამპლინი იქნებოდა. ასე რომ დიდი შრომა და წარმატებაც აღარ დააყოვნებს.

17:47 | 13.09.2021
giorealist (2121)

ვერ დარწმუნდნენ ევროპელები რომ ხვიჩა 20 მილიონი ღირს. ამიტომ, ამოცანა მარტივია: ახალ სეზონში თავი უნდა გაიგიჟოს და დაარწმუნოს.

0.067764