„სანტოსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ანტონიო ვილსონ ვიეირა ონორიო, რომელიც უფრო კოუტინიოს სახელითაა ცნობილი, 76 წლისა გარდაიცვალა - გვამცნობს „სანტოსის“ ოფიციალური გვედრი.
კოუტინიო „სანტოსში“ 10 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, 1958 წლიდან. რამდენიმე წელიწადი სხვა ბრაზილიურ კლუბებში და მექსიკაში გაატარა, თუმცა ბოლოს ისევ „სანტოსს“ დაუბრუნდა. კარიერა 1973 წელს დაასრულა.
1960-65 წლებში ის ბრაზილიის ნაკრების შემტევი გახლდათ და 1962 წელს, ჩილეში გამართულ მუნდიალზე, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.