მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, ახსნა თუ რატომ არ დაბრუნდა ჟოზე მოურინუ „სამეფო კლუბში.“
„რეალის“ ლიდერებმა ხელი შეუშალეს პორტუგალიელის გუნდში დაბრუნებას. როცა ის „რეალიდან“ წავიდა, ბევრი პრობლემები დატოვა. ახლა რომ დაბრუნებულიყო, კიდევ დაამატებდა.
ვფიქრობ, მოურინიუს მისვლა კლუბისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ის კარგი მწვრთნელია, ბევრი ტიტულები მოიგო, თუმცა წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. „რეალის“ ლიდერებს ის არ უყვარდათ და გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობამ ეს ალბათ გაითვალისწინა.
რაც შეეხება ზიდანს, ის ფეხბურთლებს უყვართ და გულშემატკივრებიც აღმერთებენ მას.“ - უთხრა კალდერონმა Sky Sports-ს.